logo
ENG



"პასუხისგებაში უნდა მიეცნენ"- მდინარაძე ოცნების ბანერის დაზიანების გამო იმუქრება

16 სექ 202420:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/bbxtfe1nq4awrsc.png

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მათი პარტიის ბანერი დააზიანეს და იმუქრება, რომ ეს ქმედება "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას" ითვალისწინებს.

მან ბრიფინგზე მოუწოდა პოლიციას, ბანერის დაზიანების გამო გამოძიება დაიწყონ.

"დღეს დააზიანეს ჩვენი ერთი ბანერი და მინდა ვაუწყო, რომ თუ არ იციან, ეს არის ნივთის დაზიანება, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის წესით და მათ შორის პატიმრობასაც ითვალისწინებს, თუ სწორად მახსოვს. თქვენ ნუ იტყვით, მდინარაძემ მიუთითა, ეს არის ვალდებულება სამართალდამცავი ორგანოების - თუ არ დაუწყიათ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიება, ვალდებულება არსებობს, რომ ბანერის დაზიანებაზე დაიწყონ გამოძიება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ზიანია, 150 ლარზე გაცილებით ძვირი ღირს. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ კონკრეტული ადამიანები და ასეც იქნება ბუნებრივია, ესაა სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულება"- თქვა მდინარაძემ.


close დახურვა